ბექა ფერაძე – თითოეული მოქალაქე თუ დაიცავს რეკომენდაციებს, ცხადია, ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება და შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება

12:53, 30.03.2021

სოციალური ღონისძიებები ქმნის არახელსაყრელ პირობას და აუარესებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს კეთილსინდისიერი მეწარმეების მეტ დისკომფორტს, ვინაიდან ჩვენ ამ ეტაპზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება შაბათ-კვირის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ თითოეული მოქალაქე დაიცავს წესებს, შესაძლებელია შაბათ-კვირას შეზღუდვები მოიხსნას.

„თუ ყველა ბიზნესსუბიექტი, თითოეული მოქალაქე დაიცავს იმ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ცხადია, ეპიდსიტუაცია იქნება დასტაბილურებული და შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. მიმდინარე შაბათ-კვირას არაერთი სოციალური ღონისძიების ფაქტი დავაფიქსირეთ, ამიტომ ამან გამოიწვია ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედი გაუარესება“, – განაცხადა ფერაძემ.

მსგავსი