საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გაიმართა არაბეთის ჩემპიონთა საკლუბო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი, რომელშიც საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადმა“ ტუნისის „სფაქსიენი“ 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. ფრანგმა ახალი კლუბის რიგებში ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. ორი ტურის შემდეგ „ალ-იტიჰადი“ ექვსი ქულით ლიდერია.
ბენზემა „ალ-იტიჰადში“ ამ ზაფხულს „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
არაბეთის ჩემპიონთა საკლუბო თასის გათამაშება საუდის არაბეთის სამ ქალაქში იმართება. ტურნირში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც წარმოადგენენ საუდის არაბეთს, ქუვეითს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, ეგვიპტეს, ლიბიას, ალჟირს, ტუნისს, მაროკოსა და ერაყს. გუნდები ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილნი და რვა საუკეთესო პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას. თასის მფლობელი 6 მილიონ დოლარს მიიღებს.