ბენზემა „რეალს“ დაემშვიდობა - აქ ამიხდა ოცნებები, ეს გუნდი ყოველთვის ჩემს ოჯახად დარჩება #1TVSPORT
ბენზემა „რეალს“ დაემშვიდობა - აქ ამიხდა ოცნებები, ეს გუნდი ყოველთვის ჩემს ოჯახად დარჩება #1TVSPORT

ქარიმ ბენზემა „სამეფო კლუბს“, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„მიჭირს ლაპარაკი. დიდი მადლობა მადრიდის „რეალს“, ჩემს მეგობრებს, თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს. აქ ახდა ჩემი ოცნებები. „რეალი“ არასდროს დამავიწყდება. ეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბია. „რეალი“ ყოველთვის ჩემს ოჯახად დარჩება“, – განაცხდა ბენზემამ პრესკონფერენციაზე.

ფრანგი ფეხბურთელი მადრიდული კლუბის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბენზემამ 648 მატჩი გამართა, გაიტანა 354 გოლი და 165 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.