ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლად ფორმირებულ სამთავრობო კოალიციას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საარჩევნო თაღლითობა უწოდა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლად ფორმირებულ სამთავრობო კოალიციას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საარჩევნო თაღლითობა უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლად ფორმირებულ სამთავრობო კოალიციას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საარჩევნო თაღლითობა უწოდა.

ნეთანიაჰუს თქმით, მოსახლეობა თავს მოტყუებულად გრძობს და ისინი არ უნდა გაჩუმდნენ.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ქვეყანას ბოლო 12 წელია, მართავს, კორუფციის, მოსყიდვისა და თაღლითობის ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესის ფონზე, პოლიტიკური გადარჩენისთვის და საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა მოუწევს.

ისრაელში კოალიციის ფორმირებაზე ცენტრისტი იაირ ლაპიდი და პარტია „იამინას“ ლიდერი, ნაფტალი ბენეტი შეთანხმდნენ. შეთანხმება პრემიერ-მინისტრის თანამდებობის როტაციული წესით მონაცვლეობას ითვალისწინებს. შეთანხმების დამტკიცებას 120-ადგილიან პარლამენტში 61 ხმა სჭირდება. პაქტი ისტორიულია, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, ისრაელის არაბების პარტია „რაამი“ მთავრობაში შევა.