ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა
ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა

ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა. შეთანხმების შესახებ ოპოზიციური ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა პრეზიდენტ რუვენ რივლინს ვადის ამოწურვამდე 35 წუთით ადრე აცნობა.

„პატივი მაქვს, გაცნობოთ, რომ მთავრობის ფომირებაში წარმატებას მივაღწიეთ“, – ნათქვამია პრეზიდენტისთვის ლაპიდის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რუვენ რივლინმა ოპოზიციის ლიდერს შეთანხმების მიღწევა ტელეფონით მიულოცა.

ლაპიდის მთავარი პარტნიორი ნაციონალისტი ნაფტალი ბენეტია, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციის პრინციპით პირველმა უნდა დაიკავოს. ორ წელიწადში კი, პრემიერის თანამდებობაზე ის იაირ ლაპიდმა უნდა შეცვალოს.

კოალიციური მთავრობის შემადგენლობა ქნესეთმა უნდა დაამტკიცოს.