ბენიამინ ნეთანიაჰუ კირ სტარმერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის გამოცხადებისთვის აკრიტიკებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს, კირ სტარმერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის გამოცხადებისთვის.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს ნაბიჯი „აჯილდოებს ჰამასის მონსტრულ ტერორიზმს და სჯის მსხვერპლს“.
„ჯიჰადისტური სახელმწიფო ისრაელის საზღვარზე დღეს, საფრთხეს შეუქმნის ბრიტანეთს ხვალ“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ „იქსზე“.
„ჯიჰადისტი ტერორისტების მიმართ შერიგების პოლიტიკა ყოველთვის მარცხით მთავრდება. ის თქვენც გაგაწბილებთ. ეს არ მოხდება“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ლონდონი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს, თუ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს.
მანამდე პალესტინის სახელმწიფოს აარიარების განზრახვის შესახებ საფრანგეთმა განაცხადა.
Prime Minister Benjamin Netanyahu:
“Starmer rewards Hamas’s monstrous terrorism & punishes its victims.
A jihadist state on Israel’s border TODAY will threaten Britain TOMORROW.
Appeasement towards jihadist terrorists always fails. It will fail you too. It will not happen.”
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) July 29, 2025