კირ სტარმერი - გაერთიანებული სამეფო პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს, თუ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს
გაერთიანებული სამეფო პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს, თუ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია, მთავრობის წევრებს აცნობა.
„ისრაელი თუ არ გადადგამს არსებით ნაბიჯებს ღაზაში სავალალო ვითარების დასასრულებლად, არ მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას, ნათლად არ წარმოაჩენს, რომ არ იქნება დასავლეთ სანაპიროზე ანექსია და არ აიღებს ხანგრძლივ ვალდებულებას სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება, გაერთიანებული სამეფო გაერო-ს გენერალურ ასამბლეამდე აღიარებს პალესტინას“, – განაცხადა სტარმერმა.