„ბენფიკა“ მსაჯების მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი
„ბენფიკა“ მსაჯების მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი

პორტუგალიური გრანდი “ბენფიკა” მატჩების შედეგებზე უკანონო გავლენაშია ეჭვმიტანილი.

როგორც გაზეთი O Jogo იტყობინება, ლისაბონელები, ზეწოლას ახდენდნენ მსაჯებზე.

პროკურატურამ უკვე აღძრა საქმე “ბენფიკას” წინააღმდეგ. პორტუგალიურ კლუბს ქულების ჩამორთმევა ემუქრება. გარდა ამისა, “არწივებს” შესაძლოა, ტიტულები ჩამოართვან, აგრეთვე, სამი წლით აუკრძალონ საშინაო ტურნირებზე გამოსვლა.

“ბენფიკა” პორტუგალიის 35-გზის ჩემპიონია და 28-ჯერ აქვს მოპოვებული ქვეყნის თასი.