ლისაბონის „ბენფიკას“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ კლუბი ფეხბურთის ისტორიაში პირველი იქნება, ვინც ბილეთებს კრიპტოვალუტით გაყიდის.
„მსოფლიოში „ბენფიკას“ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. კლუბის პარტნიორი კრიპტო ოპერაციებისას UTRUST იქნება. ჩვენ გვსურს, გულშემატკივრებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია პორტუგალიური გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ბენფიკა“ პორტუგალიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია: მას 37-ჯერ აქვს ქვეყნის ჩემპიონატი მოგებული.