ბელიაშვილის ქუჩაზე შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა
ბელიაშვილის ქუჩაზე შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე საოფისე შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ადგილზე ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

დატოვე კომენტარი