თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე და ჩამოიშალა მიწა.

„თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112-ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები ყველა შეტყობინებაზე რეაგირებენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ამოტუმბვის სამუშაოები.

შეტყობინებები ასევე შემოვიდა რამდენიმე ხის წაქცევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონში განხორცილდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, ასევე მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორნიგი. სიტუაცია თბილისის მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.