ბელგიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარადგინეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სოფი ვილმესის მიერ შემუშავებული გეგმა 11 მაისიდან ყველა მაღაზიის გახსნას ითვალისწინებს. მაღაზიების გახსნის პროცესი 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება.
ამასთან, ყველა ბელგიელი ვალდებული იქნება, დახურულ სივრცეში პირბადე ატაროს.
18 მაისს კი, ბელგიის სკოლებში სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს. თუმცა თითოეულ კლასში 10 მოსწავლეზე მეტის ყოფნა დაუშვებელი იქნება.
კაფეები და რესტორნები 8 ივნისამდე არ გაიხსნება.
თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, შეზღუდვების კვლავ გამკაცრება გამორიცხული არ არის.
ბელგიაში „კოვიდ-19“ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 44 000 ადამიანს დაუდგინეს. გარდაიცვალა 6 400-ზე მეტი მოქალაქე. მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად, ბელგიაში „კოვიდ-19“-ს ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია უმეტესობა ხანდაზმულთა სახლის მკვიდრია.