ბელგიელმა ველომრბოლმა საათიანი რბოლის რეკორდი დაამყარა
ბელგიელმა ველომრბოლმა საათიანი რბოლის რეკორდი დაამყარა

ბელგიელმა ველომრბოლმა ვიქტორ კამპენაერტსმა ველოსპორტში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რეკორდი მოხსნა. კერძოდ, მან გააუმჯობესა ერთსაათიანი რბოლის რეკორდი, რომელიც ბრიტანელ ლეგენდას ბრედლი უიგინსს ეკუთვნოდა.

უიგინსმა, რომელიც ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი და 2012 წლის ტურ დე ფრანსის გამარჯვებულია, 2015 წელს, ერთი საათში ტრეკზე 54.526 კილომეტრი გაიარა.

კამპენაერტსმა ეს რეკორდი მეხიკოს ტრეკზე დაამხო – ის გახდა პირველი ველომრბოლი ისტორიაში, ვინც ერთ საათში 55 კილომეტრი დაფარა, უფრო ზუსტად, ახალი რეკორდი 55.089 კილომეტრს უტოლდება.

მეხიკოს ველოდრომი ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და ერთ-ერთი უსწრაფესია მსოფლიოში. უიგინსს თავისი რეკორდი ლონდონში ჰქონდა დამყარებული.
კამპენაერტსი ზამთრიდან მოყოლებული ემზადებოდა ამ რეკორდის გასაუმჯობესებლად. მან ამისთვის ორი თვე ნამიბიაში გაატარა.