ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი მალიორკაზე დააპატიმრეს

19:34, 06.08.2018
SOLDEN, AUSTRIA - AUGUST 28:  Former German cyclist Jan Ullrich looks on during a break at the Oetztaler Cycle marathon on August 28, 2011 in Solden, Austria.  (Photo by Alex Grimm/Bongarts/Getty Images)

წარსულში ცნობილი გერმანელი ველომრბოლი, ტურ დე ფრანსის 1997 წლის ჩემპიონი იან ულრიხი მალიორკაზე დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ცნობილი მსახიობის ტილ შვაიგერის სახლში შეიჭრა, – იტყობინება ტელეკომპანია DW.

როგორც აღნიშნავენ, ულრიხი და შვაიგერი მეზობლები არიან და აქამდე მეგობრული ურთიერთობაც ჰქონდათ. შვაიგერმა თავის სახლში წვეულება მოაწყო, რომლის დროსაც, ულრიხი ღობეზე გადაძვრა და დიდი ცოცხით ემუქრებოდა სტუმრებს და თავად შვაიგერს. ამ უკანასკნელმა პოლიცია გამოიძახა, რომელმაც დააპატიმრა გერმანელი.

ინციდენტის შემდეგ მსახიობმა განაცხადა, რომ სხვაგვარად წარმოედგინა საკუთარი შვებულება, აგრეთვე დაამატა, რომ ულრაიხი, რომელიც ადრე მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის იყო გასამართლებული, მისი მეგობარი აღარ არის.

მსგავსი