ბელგიელი ვირუსოლოგი – უეფამ დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ ამ სეზონში ფეხბურთი შეუძლებელია

12:20, 12.04.2020

ბელგიელი ვირუსულოგი მარკ ვან რანსტი ეხმარება უეფას კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული სამომავალო შედეგების შეფასებაში, რათა განისაზღვროს ტურნირების განახლების სავარაუდო თარიღი.

„მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ უეფა თანდათან აცნობიერებს – ფეხბურთი ამ სეზონში შეუძლებელია. არავის შეუძლია დაადანაშაულოს ბელგიური კლუბები მათ გადაწყვეტილების გამო – ნადრევად დაასრულონ სეზონი. ბელგიის ლიგა მიხვდა, რომ ტურნირების განახლებამდე, სამი-ოთხი კვირა ვარჯიში იქნებოდა საჭირო. სწორედ ამიტომაც, არარეალურია მიმდინარე სეზონის დასრულება.

როგორ შეიძლება ტურნირების დაბრუნებაზე ლაპარაკი, თუ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩაიარა თუ არა პირველმა პიკმა?! სამართლიანები უნდა ვიყოთ: მასობრივი ღონისძიებები, მაგალითად, საფეხბურთო მატჩები ერთ-ერთი ყველაზე ბოლო უნდა იყოს, რის აღდგენაზეც ხალხმა უნდა იფიქროს,“ – მოჰყავს ვირუსოლოგის სიტყვები Het Nieuwsblad-ს.

მსგავსი