ბელგიაში, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა
ბელგიაში, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა

ბელგიის ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელე-რადიოკორპორაცია RTBF-ი იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ლიმბურგის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომდებარე მცხოვრებლებს ურჩია, დროებით სახლებში დარჩნენ და ფანჯრები არ გაააღონ. ინციდენტის ადგილზე მომწამვლელი ნივთიერების ღრუბელი წარმოიქმნა. გარკვეულ ადგილებში მოსახლეობის ევაკუაციაც გამოცხადდა.

ქიმიურ საწარმოში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.