ბელგიაში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად მამაკაცის გარდაცვალების საქმეს იძიებენ
ბელგიაში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად მამაკაცის გარდაცვალების საქმეს იძიებენ. საუბარია ანტვერპენში მომხდარ ინციდენტზე, რომლის ამსახველი კადრები სოციალური მედიით გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცილები მამაკაცის დაკავების დროს მას მუხლით აწვებიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, 29 წლის მამაკაცი წარმოშობით ალჟირელი იყო და მისი დაკავება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მან ერთ-ერთი კაფეს სტუმრებს ავეჯი ესროლა.
ანტვერპენის პოლიციაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს, ანალოგიურ სიტუაციაში, აშშ-ში გარდაიცვალა შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. მის სიკვდილს აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.