ბელგიაში ფეხბურთელებმა სპეციალური საბჭო შექმნეს
ბელგიაში ფეხბურთელებმა სპეციალური საბჭო შექმნეს

ბელგიაში ფეხბურთელებმა სპეციალური საბჭო შექმნეს იმ მოთამაშეებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ, ნაციონალურ საფეხბურთო საქმეების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღონ, იტყობინება პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციის გვერდი.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ფეხბურთელებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს. მას ხელი 15-მა მოთამაშემ მოაწერა, მათ შორის სიმონ მინოლემ (ბრიუგე), იგორ დე კამარგომ (მეხელენი), ვენსან კომპანიმ (ანდერლეხტი) და სხვებმა.

ცოტა ხნით ადრე, ბელგიის ფეხბურთის უმაღლესმა ლიგამ და ბელგიის სამეფოს საფეხბურთო ასოციაციამ ჩემპიონატის დროზე ადრე დამთავრების საკითხი უეფასთან უკვე განიხილეს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შიდა ჩემპიონატების გაუქმებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ნაჩქარევი და გაუმართლებელი იქნება.