ბელგიაში ჩოგბურთის მატჩების გარიგებაში ბრალდებული სომხების კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
ბელგიაში ჩოგბურთის მატჩების გარიგებაში ბრალდებული სომხების კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს

ბელგიაში ჩოგბურთის მატჩების გარიგებაში ბრალდებული სომხების კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს არალეგალური ფსონები ძირითადად მეორეხარისხოვან ტურნირებზე კეთდებოდა. ასეთ შეჯიბრებებზე როგორც წესი ვიდეოჩაწერა არ მიმდინარეობს და მოთამაშეების მოსყიდვა უფრო იოლია.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ 21 მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა. ძირითადად, საუბარია აღმოსავლეთ ფლანდრიაზე. გამოძიების ფარგლებში სომხებისა და ბელგიელებისგან დაკომპელქტებული დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი აიყვანეს.

როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, დაჯგუფების წევრები 2014 წლიდან იყვნენ ჩართული კორუფციულ გარიგებებში. მათ მოსყიდულები ჰყავდათ პროფესიონალი ჩოგბურთელები და უკანონო გარიგებებით ასი ათასობით ევრო მიიღეს. გამოძიება 2015 წელ დაიწყო, როდესაც ბელგიის პროკურატურამ მიიღო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მცხოვრები სომხები თაღლითობაში იყვნენ შემჩნეული.

ბელგიელ სამართალდამცავებს საქმის გამოძიებაში ინტერპოლიც დაეხმარა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბულგარეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, სლოვაკეთში, აშშ-სა და საფრანგეთში.