ბელარუსში აქციების შედეგად 39 სამართალდამცველი და აქციის 50 მონაწილე დაშავდა
ბელარუსში აქციების შედეგად 39 სამართალდამცველი და აქციის 50 მონაწილე დაშავდა

ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების შედეგად დაშავებულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამიისტროს განცხადებით, 9 აგვისტოს აქციების დროს 39 სამართალდამცველი და აქციის 50 მონაწილე დაშავდა.

ბელარუსში აქციები ცესკოს მიერ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. ბელარუსის ქალაქებში დემონსტრაციების გამართვა დღესაც იგეგმება.