ბელარუსში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

10:40, 28.02.2020

ბელარუსში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ვირუსით ინფიცირებული ირანის მოქალაქეა.

ბელარუსში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა. ინფიცირებული ირანელი სტუდენტია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის მოქალაქე ბელარუსში 23 თებერვალს ბაქოდან ჩავიდა. „პაციენტი და ის ადამიანები, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა მინსკის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ახალგაზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობს“, – აცხადებენ ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ინფექცია პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში გავრცელდა. ჩინეთის გარდა ვირუსი უკვე დაფიქსირდა 50-ზე მეტ ქვეყანაში.

მსგავსი