ბელარუსმა საქართველომდე უზბეკეთს მოუგო
ბელარუსმა საქართველომდე უზბეკეთს მოუგო

ბელარუსის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოსთან ერთა ლიგის ნახევარფინალამდე უზბეკეთის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ემზადება და უზბეკეთთან ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მიხაილ მარხელის გუნდს ამჯერად არ ეხმარებოდნენ რუსეთსა და ყაზახეთში წასული ლეგიონერები. ბელარუსები უზბეკეთს დუბაიში დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი პაველ ნეხაიჩიკმა გაიტანა. ბელარუსებს უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ სტანისლავ დრაგუნმა 26-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

ბელარუსი: პავლიუჩენკო. მატვეიჩიკი, პოლიტევიჩი, პავლოვეცი, ბურკო (90. შვეცოვი), კორზუნი (67. ლისაკოვიჩი), კენდიში, ნეხაიჩიკი (90. კარპოვიჩი), დრაგუნი, სტასევიჩი, ლაპტევი (78. პოდსტრელოვი).

ბელარუსის ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს – 26 თებერვალს მიხაილ მარხელის გუნდი სოფიაში ბულგარეთს ესტუმრება.