ბელარუსის პროკურატურამ სვეტლანა ციხანოვსკაიას, მარია კოლესნიკოვასა და კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სვეტლანა ციხანოვსკაიას, მარია კოლესნიკოვასა და კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის წინააღმდეგ ექსტრემალური დაჯგუფების ფორმირების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.