ბელარუსის პროკურატურამ სვეტლანა ციხანოვსკაიას, მარია კოლესნიკოვასა და კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

21:50, 21.12.2020

ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სვეტლანა ციხანოვსკაიას, მარია კოლესნიკოვასა და კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის წინააღმდეგ ექსტრემალური დაჯგუფების ფორმირების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

მსგავსი