ბელარუსის დედაქალაქში ქალებმა ცოცხალი ჯაჭვის აქცია გამართეს
ბელარუსის დედაქალაქში ქალებმა ცოცხალი ჯაჭვის აქცია გამართეს

ქალაქ მინსკში, კომაროვის რაიონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო TUT.BY ავრცელებს.

მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალებმა, რომლებსაც ხელში ვარდები ეჭირათ. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, მასწავლებლები, დიზაინერები, პენსიონერები და ა.შ.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი პროტესტით სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ადამიანებს, რომლებიც მათი თქმით, ძალადობის მსხვერპლნი არიან. მათ სამართალდამცველებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ბელარუსში უკვე სამი დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დროს დაკავებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით ჟურნალისტი. დემონსტრანტები ცხრა აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.

დატოვე კომენტარი