ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს
ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს

ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ბელარუსი მოწოდებულია დიალოგისკენ, გაგებისკენ და არა კონფრონტაციისკენ, მაგრამ როგორც სუვერენული ქვეყანა, ვუპასუხებთ არამეგობრულ სანქციებს, რათა დავიცვათ ეროვნული ინტერესები“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს ბელარუსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ სწრაფვაში ადანაშაულებს. ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე გუშინ შეთანხმდნენ. სასანქციო სიაში 40 პირი ფიგურირებს, თუმცა მათ შორის არ არის თავად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. აღნიშნულ სიას დღეს დაამტკიცებენ.