ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სასანქციო სიაში 40 პირი ფიგურირებს, თუმცა მათ შორის არ არის თავად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. აღნიშნულ სიას დღეს დაამტკიცებენ.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განმარტავს, სასანქციო სიაში ლუკაშენკოს ჩასმა დიალოგზე უარის თქმა იქნებოდა, ევროკავშირი კი არ აპირებს, მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად ძალისხმევა დაიშუროს. თუმცა, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ალექსანდრ ლუკაშენკო საკუთარ ხალხთან დიალოგის წარმოებას ვერ შეძლებს, მომავალში გამორიცხული არ არის, რომ ის აღნიშნულ სიას დაემატოს.

„ევროკავშირი ქმედებებს იღებს მათ წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიის გზაზე დგას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმებას ამ დრომდე კვიპროსის პოზიციის გამო ვერ ახერხებდნენ, რომელიც სანაცვლოდ, თურქეთისთვის ითხოვდა სანქციებს. თუმცა, ევროკავშირმა ანკარა შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში „პროვოკაციები და ზემოქმედება“ შეწყვიტოს, რის შემდეგაც კვიპროსი ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას დათანხმდა.

დატოვე კომენტარი