ბელარუსი ჟურნალისტი – ალბათ უეფა კარანტინზე გაგვიშვებს და ევროთასებზე ვერ ვითამაშებთ

07:34, 13.06.2020

ცნობილი ბელორუსი ჟურნალისტი ნიკოლაი ხოდასევიჩი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარების გამო, შესაძლოა, გუნდებს ევროსეზონის დაწყებამდე სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

„შესაძლოა, ჩვენ ევროსეზონი არც გვქონდეს. ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება. მაგრამ პანდემიის ფაქტორი გასათავლისწინებელია. ახლა დაიწყეს თამაში გერმანიაში, მაგრამ ისინი ქვეყნის შიგნით სიფრთხილის ზომებს მაქსიმალურად იცავენ. შესაძლოა, პანდემია შემოდგომაზე დასრულდეს, მაგრამ ამის გარანტია არ არის. შეხედეთ ბელორუსში კორონავირუსის სტატისტიკას. აქ ყველაფერი სავალალოდაა და არსებობს განცდა, რომ ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპამდე ვერ მივაღწევთ“ – განაცხადა ხოდასევიჩმა იუთუბ-პროგრამა „ვრემია ფუტბოლას“ ეთერში.

ბელარუსი ჟურნალისტი თავისი შეხედულება ასე ასაბუთებს.

„არსებობს საგანგაშო სიგნალი: ფუტსალის უეფას თასის ფინალურ ოთხეულს ბელორუსიდან რუსეთში ან ესპანეთში გადაიტანენ. ორი გუნდი რუსეთიდანაა, ორიც – ესპანეთიდან და ბელორუსში რატომ უნდა წამოვიდნენ? რატომ უნდა ჩამოვიდნენ ბელორუსში, სადაც კარანტინი არც ყოფილა? შესაძლოა, ევროთასებზეც ასე მოხდეს და კლუბებმაც აქ ჩამოსვლა არ ისურვონ. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ბელარუსის კლუბები მხოლოდ გასვლაზე ითამაშებენ – ან საერთოდ არ ვითამაშებთ და ჩვენს ფეხბურთს კარანტინზე განაწესებენ“ – აცხადებს ნიკოლაი ხოდასევიჩი.

მსგავსი