BBC-ის ვერსიით წლის საუკეთესო უცხოელი სპორტსმენი მოლინარი გახდა
BBC-ის ვერსიით წლის საუკეთესო უცხოელი სპორტსმენი მოლინარი გახდა

საუკეთესო ბრიტანელი სპორტსმენის დაჯილდოვების შემდეგ, BBC-მ ასევე წლის უცხოელი სპორტსმენი გამოავლინა.

გამარჯვებული გახდა იტალიელი გოლფისტი ფრანჩესკო მოლინარი, რომელმაც 2018 წელს Open Championship მოიგო, ევროპის ნაკრების შემადგენლობაში კი აშშ-ის ნაკრები დაამარცხა Ryder Cup-ზე.

ამ ნომინაციაში მოლინარის კონკურენტები იყვნენ – კრივში მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონი, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი, ბრიტანელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი და სამთო მოთხილამურე და სნოუბორდისტი ესტერ ლედეცკა.