NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი მისავე მოედანზე დაამარცხა #1TVSPORT

08:03, 09.11.2026

NBA-ს მიმდინარე სეზონში მეცხრე მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. კალიფორნიელები აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, „დეტროიტ პისტონსს“ ესტუმრნენ და 121:116 სძლიეს.

„ლეიკერსს“ აკლდა ლუკა დონჩიჩი, რომელსაც ზურგის ტრავმა აქვს. მის არყოფნაში ლიდერობა ოსტინ რივსმა იკისრა და 43 ქულა ჩააგდო.

სანდრო მამუკელაშვილი, ტრადიციულად სათადარიგო იყო, 18 წუთი ითამაშა და მატჩი 7 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა.

„ლეიკერსს“ 9 მოგება, 2 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს ატლანტაში „ჰოქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი