საუკეთესო ბრიტანელი სპორტსმენის დაჯილდოვების შემდეგ, BBC-მ ასევე წლის უცხოელი სპორტსმენი გამოავლინა.
გამარჯვებული გახდა იტალიელი გოლფისტი ფრანჩესკო მოლინარი, რომელმაც 2018 წელს Open Championship მოიგო, ევროპის ნაკრების შემადგენლობაში კი აშშ-ის ნაკრები დაამარცხა Ryder Cup-ზე.
ამ ნომინაციაში მოლინარის კონკურენტები იყვნენ – კრივში მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონი, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი, ბრიტანელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი და სამთო მოთხილამურე და სნოუბორდისტი ესტერ ლედეცკა.