ბავშვთა კვების ფრანგულ კომპანია „ლაქტალისს“ ჩვილ ბავშვთა მშობლები უჩივიან
ბავშვთა კვების ფრანგულ კომპანია „ლაქტალისს“ ჩვილ ბავშვთა მშობლები უჩივიან

ბავშვთა კვების ფრანგულ კომპანია „ლაქტალისს“ საფრანგეთში ჩვილ ბავშვთა მშობლები უჩივიან.

საქმე ეხება კომპანიის მიერ წარმოებულ რძის ფხვნილში, სალმონელას ბაქტერიის აღმოჩენას, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი დეკემბრის დასაწყისში გახდა.

ლაქტალისის პროდუქტების მოხმარების შედეგად, სალმონელას ბაქტერია საფრანგეთში 36, საზღვრებს გარეთ კი ორ ბავშვს გამოუვლინდა.

კომპანიამ დაზარალებულთა ოჯახის წევრებს ფულადი კომპენსაცია უკვე შესთავაზა, თუმცა მშობლების განცხადებით, “ლაქტალისი“ „მათი დუმილის ყიდვას ვერ შეძლებს“.

მცირეწლოვანთა მშობლები სარჩელის შეტანას გეგმავენ ასევე იმ ქსელური სუპერმარკეტების წინააღმდეგაც, რომელთაც”ლაქტალისის” მიერ, პროდუქციის უკან გაწვევის მიუხედავად, რეალიზაციიდან დროულად არ ამოიღეს საკვები საშუალება.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სალმონელათი დაბინძურებული საკვების გამო, საფრანგეთში მოწამვლის 35 შემთხვევა დაფიქსირდა.

რამდენიმე კვირის წინ, „ლაქტალისის“ ქართული წარმომადგენლობის წევრებმა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ ბავშვთა კვება „სელიაში“, რომელიც საქართველოში იყიდება, სალმონელას ბაქტერიის არსებობა არ დადასტურდა. მათი თქმით, კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.