ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ტკბილეულის ნაცვლად „კროტი“ შეჭამა, სტაბილურად მძიმეა
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ტკბილეულის ნაცვლად „კროტი“ შეჭამა, სტაბილურად მძიმეა

ექვსი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა, სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ პირველ არხს იაშვილის კლინიკის დირექტორმა ვანო ჩხაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ადგილობრივი დაზიანებები აღენიშნება, რომელთა სიმძიმის ხარისხი რამდენიმე დღეში დადგინდება.

შემთხვევა დღეს ფოთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის „ბევრილ ჯგუფის“ მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტისგრანულები მისცა, რომელიც ბავშვმა შეჭამა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.