ბავარიაში ორი სასკოლო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები
ბავარიაში ორი სასკოლო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები

ბავარიაში ორი სასკოლო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის დროს დაშავდა 20-მდე ადამიანი,  ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, სერიოზული დაზიანებები მიიღეს ავტობუსების მძღოლებმა და სამმა ბავშვმა.

სულ ორივე ავტობუსში დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია.