„ბაიერნი“ „სელტას“ თავდამსხმელით დაინტერესდა

11:05, 18.07.2019

გერმანული საფეხბურთო გრანდი „ბაიერნი“ „სელტას“ თავდამსხმელით, ბრაის მენდესით დაინტერესდა. ინფორმაციას „კიკერი“ (Kicker) ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 22 წლის ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს. ფორვარდი პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მოისაზრება. იტყობინებიან, რომ ორივე კლუბი გარიგების მომხრეა.

2018/2019 წლების სეზონში მენდესმა „სელტას“ რიგებში 52 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა რვა შედეგიანი გადაცემა.

მსგავსი