ბათუმში ყველა მუნიციპალურ სასაფლაოს სამხედრო პირებთან ერთად, პოლიცია აკონტროლებს
ბათუმში ყველა მუნიციპალურ სასაფლაოს სამხედრო პირებთან ერთად, პოლიცია აკონტროლებს

ბათუმში ყველა მუნიციპალურ სასაფლაოსთან ვითარებას სამხედრო პირებთან ერთად, პოლიცია აკონტროლებს.

ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.

ამ დრომდე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„სამართალდარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. იყო დაახლოებით ხუთამდე პირი, რომელსაც უნდოდა შესვლა, ავუხსენით ქვეყანაში არსებული ვითარება და დაწესებული შეზღუდვები. ისინი გაგებით მოეკიდნენ და დატოვეს ტერიტორია“, –  განაცხადა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ნოშრევან საგინაძემ.

შეგახსენებთ, აღდგომის მომდევნო დღეებში საფლავებზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მრევლს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამაც მოუწოდა.

დატოვე კომენტარი