ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მრევლს მოუწოდებს, აღდგომის დღეებში საფლავების მონახულებისგან თავი შეიკავოს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მრევლს მოუწოდებს, აღდგომის დღეებში საფლავების მონახულებისგან თავი შეიკავოს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მრევლს მოუწოდებს, აღდგომის მომდევნო დღეებში საფლავების მონახულებისგან თავი შეიკავოს.

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ საკათედრო ტაძარში ორშაბათს პანაშვიდს გადაიხდიან და გარდაცვილთა სულებს მოიხსენიებენ.

„რახან ასეთი პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და საფლავებზეც ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა, ამიტომაც, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვუწოდეთ მრევლს, რომ თავი შეიკავონ საფლავებზე გასვლისგან და სანაცვლოდ შევთავაზეთ, რომ ორშაბათს, 12:00 საათზე გადავიხდით პანაშვიდს, რა თქმა უნდა, მსურველებს შეუძლიათ, მოვიდნენ და დაესწრონ ამ პანაშვიდს, ხოლო ვისაც არ შეუძლია, მათ უნდა მოგვწერონ ელექტრონულად, „ფეისბუკის“ საშუალებით მიცვალებული ახლობლების სახელები და ჩვენ მოვიხსენიებთ“, – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

ბათუში ყველა მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.