ბათუმში სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება
ბათუმში სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება

ბათუმში, ვარდების სკვერში სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება. აქციის მონაწილეებს კარავი აქვთ გაშლილი და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

„არ გვინდა ბრძოლა და დაპირისპირება, ვითხოვთ ელემენტარული პირობების გამოსწორებას, მინდა მუშაობა, მელოდებიან ბენეფიციარები, მყავს ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, რომელიც საჭიროებს ჩემს კონსულტაციას”,- აცხადებს სოციალური მუშაკი ნაიარა კორძაია.

სოციალური მუშაკები აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ. ისინი ამბობენ, რომ პროკურატურას უკვე მიმართეს.

ბრალდებები გუშინ აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ ქარცივაძემ უარყო და განაცხადა, რომ მუშაობა არ შეფერხდება, რადგან სააგენტოს ჰყავს სპეციალისტების საკმარისი რესურსი.

სოციალური მუშაკების აქცია გუშინ დაიწყო. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.