ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, საკონტროლო-გამშვები პუნქტები ფუნქციონირებას განაგრძობს
ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, საკონტროლო-გამშვები პუნქტები ფუნქციონირებას განაგრძობს

ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელში დილიდან ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა.

ქალაქში შესვლის შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, საკონტროლო-გამშვები პუნქტები ისევ განაგრძობს ფუნქციონირებას. ადგილზე რჩებიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ქვედანაყოფები. მგზავრები გადიან თერმოსკრინინგს, ხოლო ავტომანქანებს უტარდებათ დეზინფექცია.

დღეიდან ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა. ბათუმთან ერთად შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისშიც.