ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ პირველ არხს ადგილზე მეხანძრე-მაშველმა განუცხადა.

მისი თქმით, დაზიანებულია სამი საცხოვრებელი სახლი. დაშავებულები არ არიან.

ხანძარი ე.წ მანთაშევის გადასასვლელთან, იტალიურ ეზოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, თუმცა, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობლად მდებარე სახლსაც მოედო. ცეცხლი მესამე სახლზეც გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობენ. ასევე, სახლებიდან საყოფაცხოვრებო ნივთები გამოაქვთ.

ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია.