ბათუმში სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს ერთ-ერთი გარემოვაჭრე დააკავეს
ბათუმში სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს ერთ-ერთი გარემოვაჭრე დააკავეს

ბათუმის მერთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ გარე მოვაჭრეებმა მერიის შენობა დატოვეს და ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

სიტუაცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პოლიციამ ერთ-ერთი გარემოვაჭრე ქალი ადმინისტრაციული წესით,  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის.

შეგახსენებთ,  ბათუმში, წერეთლის გამზირზე გარე ვაჭრობის ჯიხურები გუშინ გვიან ღამით მერიის თანამშრომლებმა აიღეს. ადგილზე იმყოფებოდა ვიცე-მერი, რომელმაც განაცხადა, რომ მოვაჭრეებთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მათ იცოდნენ, რომ ტერიტორია უნდა გაეთავისუფლებინათ.

გარე ვაჭრობის პრობლემა წერეთლის გამზირზე 20 წელია არსებობს. ტერიტორიის მოწესრიგებას ქუჩის მცხოვრებლებიც ითხოვდნენ.