ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ცოლ-ქმარს დაეჯახა

10:27, 13.08.2018
Crime Scene

Crime Scene

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

აეროპორტის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი ცოლ-ქმარს დაეჯახა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„გამოძახება 9:30 საათზე დაფიქსირდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს დაშავებული ცოლ-ქმარი დახვდა. ერთს დაზიანება თავის არეში აქვს, მეორეს კიდური აქვს მოტეხილი. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. პირველადი დათვალიერებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,  – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძემ.

ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

მსგავსი