ბათუმში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება დაიწყო
ბათუმში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება დაიწყო

ბათუმში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროს ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს, გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლით დაიწყო“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე დღეს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს კაბინაში მყოფი ოთხივე ადამიანი დაშავდა. ადგილზე მისულ ოპერატორებს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები დაუშინეს. შედეგად, პირველი არხის ოპერატორი ედნარ კოჩალიძე დაშავდა.