ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი
ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს კაბინაში მყოფი ოთხივე ადამიანი დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ განაცხადა, ორ დაშავებულს სავარაუდოდ კიდურების მოტეხილობა აქვს.

„ჩვენი ჯგუფი გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე. კაბინაში ოთხი ადამიანი იყო – ორი ქალი და ორი მამაკაცი. მათგან სამი რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, ხოლო ერთი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პირველადი დათვალიერებით, მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ. ორს სავარაუდოდ, აქვს კიდურების მოტეხილობა, ერთს კი ჭრილობა“, – განაცხადა ბადრი პაქსაძემ.