ბათუმში კორონავირუსზე ჩატარებული 20 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია, კიდევ 27 ანალიზის პასუხს ხვალისთვის ელოდებიან
ბათუმში კორონავირუსზე ჩატარებული 20 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია, კიდევ 27 ანალიზის პასუხს ხვალისთვის ელოდებიან

ბათუმში კორონავირუსზე ჩატარებული 20 ტესტიდან, ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დღეს კიდევ 27 ტესტია აღებული, რომელთა ანალიზის პასუხი ხვალ დილამდე გახდება ცნობილი.

27 გამოსაკვლევ ანალიზებს შორისაა 14 მოქალაქის ანალიზიც, რომელთაც ახლო კავშირი ჰქონდათ ბათუმში ინფიცირებულ 60 წლის ქალთან, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა და რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია. ძირითადად გამოსაკვლევი პირები ოჯახის წევრები და მეზობლები არიან.

რაც შეეხება ინფიცირებულთან კავშირის გამო კარანტინში მყოფ მედპერსონალს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ისინი დაცულ კონტაქტში იმყოფებოდნენ, ამდენად, მათზე ამ ეტაპზე მხოლოდ დაკვირვება მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი