ბათუმის კლინიკიდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იმყოფებოდა, 10-მდე თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს
ბათუმის კლინიკიდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იმყოფებოდა, 10-მდე თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს

ცნობილი ხდება, რომ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლინიკიდან, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის პაციენტი იმყოფებოდა, 10-მდე თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტს ცხელება არ ჰქონდა, თუმცა, პერსონალმა მალევე ივარაუდა, რომ შესაძლოა, ქალს კორინავირუსი ჰქონოდა და პირველადი კვლევების ჩატარების შემდეგ ის ე.წ. ცხელების ცენტრში გადაამისამართეს.

ამასთან, კლინიკაში გამკაცრებულია კონტროლი, ყველა ვიზიტორი თერმოსკრინგს გადის, შესასვლელში მათ პირბადესა და ხელთათმანსაც ურიგებენ.

ბათუმში დღეს ახალი კორონავირუსი 60 წლის ქალს დაუდასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე პაციენტთან იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების სამსახურის ორი ბრიგადა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ირკვევა, რომ აღნიშნული მოქალაქე ქობულეთის ერთ-ერთ სოფელშიც იმყოფებოდა.