ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის კორონავირუსით 37 პაციენტი მკურნალობს, ორი მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება
ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის კორონავირუსით 37 პაციენტი მკურნალობს, ორი მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება

დღეს დადასტურებული შვიდი ახალი შემთხვევის შემდეგ, ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებულთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია. იმ პირების მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, სტაბილურია.

კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება ორი პაციენტი, თუმცა, მედიკოსთა შეფასებით, მათთან დაკავშირებით უკვე გამოიკვეთა საიმედო სიმპტომები. რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, მათი მდგომარეობა კვლავ რჩება საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

კლინიკაში მყოფთაგან სამ პაციენტს აღარ აღენიშნება ვირუსი, რაც განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა, თუმცა მედიკოსთა განცხადებით, სამივე შემთხვევაში ინფიცირებულებს აღენიშნებოდათ პნევმონია, რომელიც ამ დრომდე რჩება და ისინი მკურნალობის აუცილებელი კურსის დასასრულებლად კვლავ კლინიკაში რჩებიან.

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა 16 აპრილს დაფიქსირდა, მათ შორის ხუთი მედპერსონალია.