ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ხუთი მედპერსონალია
ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ხუთი მედპერსონალია

კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. მათ შორის ხუთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ორი კი ქობულეთის კლასტერიდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განუცხადა.

ზაალ მიქელაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ სამედიცინო კლინიკაში მოხდა მედიკოსების ინფიცირება და უკავშირდება თუ არა ეს ქობულეთის კლასტერს.

„ისინი დიდი ხანია, იმყოფებიან იზოლაციაში. არ დავასახელებ და დავაკონკრეტებ. ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და ამან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ყველა ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკა „მედალფაში“, სადაც პაციენტთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია.