ბათუმში, ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში, ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პედაგოგი უსაფრთხოების წესებს იცავდა.

„მოხდა ადგილზე სიტუაციის შესწავლა და სკოლას მიეცა რეკომენდაცია, ჩვეულ რეჟიმში იმუშაონ, ვინაიდან მასწავლებელი გადაადგილდებოდა პირბადით და მაქსიმალურად დაცული იყო წესები. პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ.

კორონავირუსი დღეს ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლესაც დაუდასტურდა. მისი კლასი 12 დღით დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა.