ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მოსწავლეს ​კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მოსწავლეს ​კორონავირუსი დაუდასტურდა

სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში კორონავირუსი მეათეკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. კლასი 12 დღის განმავლობაში იზოლაციაში გადავიდა და დისტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა, სკოლაში კი სასწავლო პროცესი გრძელდება.

სკოლის დირექტორის, გივი ხალვაშის განცხადებით, სკოლას ინფორმაცია ინფიცირებული მოზარდის მშობელმა მიაწოდა, მოსწავლე იმ დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა.

„მშობელმა გვაცნობა, რომ ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და სკოლაში ვერ მოვიდოდა. მოგვიანებით მას ვირუსი დაუდასტურდა. ჩვენ მივმართეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ვიმოქმედეთ მათი რეკომენდაციების შესაბამისად. კლასის მთელი შემადგენლობა გადავიდა იზოლაციაში. მათ 12 დღის განმავლობაში გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდებათ. ისინი ისედაც ჰიბრიდული მოდელის მიხედვით სწავლობენ. რაც შეეხება მასწავლებლებს, ყველა მათგანი დისტანციის დაცვით, პირბადით იმყოფებოდა კლასში. სასწავლო პროცესი სკოლაში გრძელდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გივი ხალვაშმა.

დატოვე კომენტარი